LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გასაბერი გვირაბი – ელონ მასკს ტაილანდის მღვიმიდან ბავშვების დახსნის გეგმა აქვს

123

ამერიკელი ბიზნესმენი და გამომგონებელი ილონ მასკი ტაილანდის ხელისუფლებას მღვიმეში ჩარჩენილი ბავშვებისა და მათი მწვრთნელის გადარჩენის ალტერნატიულ, უფრო უსაფრთხო გზას სთავაზობს.

მასკი მიიჩნევს, რომ მის ერთ-ერთ კომპანიას (boring.co), რომელიც თანამედროვე სისტემით მიწის გათხრის სამუშაოებს აწარმოებს, შეუძლია მღვიმე ზემოდან გათხაროს და ბავშვები ისე გამოიყვანოს.

ასევე ბიზნესმენის თქმით, შესაძლოა, გვირაბში გასაბერი გვირაბის გაყვანაც ღირდეს. ნეილონის გვირაბით მოზარდები მღვიმიდან თავის დაღწევას 40 წუთშიც შეძლებდნენ.

“შესაძლოა, ცდა ღირდეს: ერთი მეტრის დიამეტრის ნეილონის მილი (ან მოკლე ზომის მილები) გავიყვანოთ მღვიმეში და გავბეროთ როგორც მოძრავი ციხე-სიმაგრე. ასე მღვიმეში წყლის ქვეშ უნდა წარმოიქმნას ჰაერის გვირაბი, რომელიც გაიმეორებს მღვიმის ფორმას ” – წერს ილონ მასკი ტვიტერზე.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკი ტაილანდის გამოქვაბულში ჩარჩენილი ბიჭების დასახმარებლად Boring Co-ს და SpaceX-ის ინჟინრებს გზავნის.

ინჟინრებმა სიტუაცია ადგილზე უნდა შეაფასონ და არსებული გეგმებიდან ერთ-ერთი განახორციელონ.

“ალბათ ძალიან ბევრი სირთულე არსებობს, რომელსაც სიტუაციის ადგილზე გაცნობამდე ვერ გავაცნობიერებთ” – წერს მასკი.

11-დან 16 წლამდე ბიჭები და მათი 25 წლის ფეხბურთის მწვრთნელი 23 ივნისს გაუჩინარდნენ, ისინი  ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. გამოქვაბულში შესვლის დროს ტერიტორია მშრალი იყო, თუმცა მოულოდნელად მოვარდნილმა წყალმა გამოქვაბულის გამოსასვლელი დაფარა.

დაკარგულები გაუჩინარებიდან 9 დღის შემდეგ მყვინთავებმა იპოვეს. ჯგუფის ყველა წევრი ცოცხალია.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, მოსალოდნელია ნალექის დონის მომატება, რაც ზრდის იმ რისკს, რომ მღვიმე მთლიანად წყლით გაივსოს.

ამ დროისთვის ტაილანდის ხელისუფლება წყლის არსებული დონის შესანარჩუნებლად, მის ამოტუმბვას ცდილობს, გაყვანილია სატელეფონო ხაზებიც, რათა ბავშვებს ოჯახის წევრებთან საუბარი შეეძლოთ.

ბავშვების სამაშველო ოპერაციას უკვე ემსხვერპლა ერთი მყვინთავი. ის იმ დროს დაიღუპა, როცა დატბორილი მღვიმიდან ბრუნდებოდა.

თუ გამოქვაბულიდან ბავშვების წყალქვეშა გზით გამოყვანა გადაწყდა – რაც ძირითად ვარიანტად მოიაზრება, მათ მაშველებთან ერთად დაახლოებით 5 კმ-ს გაცურვა მოუწევთ. თუმცა ამ გზაზე გადასალახი იქნება ვიწრო დერეფნები, რომელთა გავლა ბავშვებს მარტო, დახმარების გარეშე მოუხდებათ

ბავშვების უმეტესობამ ცურვა არ იცის. ტაილანდის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ გამოქვაბულის სირთულიდან გამომდინარე, მის დასატოვებლად ბავშვებმა ან ყვინთვა უნდა ისწავლონ, ან წყლის დონის ბუნებრივ დაწევას დაელოდონ, რაც 4 თვეში მოხდება.

ამ დროისათვის გამოქვაბულში, ყოველი შემთხვევისთვის, დაახლოებით ოთხი თვის საკმარი საკვები პროდუქტები და მედიკამენტებია შეტანილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები