LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუგონარი სისასტიკე, რომლითაც თბილისში ბავშვები ცხოველებს ექცევიან – „სტუმრად მყოფმა ბავშვმა მეგობრის ლეკვი მეორე სართულიდან გადმოაგდო…“

250

„ფეისბუქ“-მომხმარებელი მარი აბაკელია წერს იმ საზარელი შემთხვევის შესახებ, რომელსაც თავად შეესწრო ვარკეთილში. როგორც ის ჰყვება, 10-12 წლის გოგონები დედა კატას პირდაპირ მშობიარობის დროს დაადგნენ თავზე და ერთი კნუტი იქვე ააცალეს, დამფრთხალმა გაქცეულმა კატამ კი დანარჩენი კნუტები გზადაგზა დაყარა…

„ვარკეთილში კვლავ გრძელდება არანორმალური ბავშვების სისხლიანი არდადეგები. გუშინწინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა ძლივს დავაბინავეთ ამათი ნაწამები კნუტები, დღეს ასეთ ამბავი დამხვდა. დედა კატას პირდაპირ მშობიარობის დროს დაადგნენ თავზე, პირველივე კნუტი მაშინვე აცალეს, შემდეგ დამფრთხალი კატა გაიქცა და გზადაგზა ყრიდა დანარჩენ კნუტებს, რომელთა შორის ერთი მაშინვე მოკვდა, ორის სურათს თქვენ თვითონ ხედავთ და ერთი ამ წუთამდე ავტოფარეხის სახურავზე სუნთქავს.

უბედურება ისაა, რომ დედას პირიდან დააგდებინეს ეს კნუტები, როცა გადაჰყავდა და ახლოს აღარ უშვებენ, წრეში დგანან და ძალიან ბედნიერად უყურებენ ამ პატარებს. მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ეს ბავშვები არიან გოგონები 10–12 წლის. ერთმა ბიჭმა მითხრა რომ დედა კატა დარბის გიჟივით, ტირის ნერვიულობს და ესენი კიდევ არ უშვებენ შვილებთანო. გავგიჟდი, სახლში რომ მოვედი და ეს ამბავი დამხვდა, გავყარე ყველა და იმ ერთადერთ გონიერ ბიჭს ვთხოვე იმ სახურავზე, სადაც თავიდან დაყარა კნუტები, იქ დასვი ყველა და მიაკითხავს-მეთქი.

ვის უნდა მივმართო ასეთ დროს?! მუნიციპალურ თავშესაფარს რომ მივმართეთ, ბავშვები ანგელოზებად გამოიყვანეს და კნუტები კიდევ დასაძინებლად ჰყავდათ გამზადებული, სხვა დანარჩენ ორგანოს სასაცილოდ არ ეყოფა ეს ამბავი და თითსაც არ გაანძრევენ!

დარწმუნებული ვარ, ეს ბავშვები სანიმუშოდ სწავლობენ სკოლაში, კვირაობით კი წირვაზე თავსაბურავმოხვეულები დგანან და დედის გულის ვარდებიც არიან.

ვწუხვარ. მაგრამ ეს ბავშვები მომავალი ფსიქოპატები ეზრდება ქვეყანას!“ – წერსა მარი აბაკელია.

„ფორტუნასთვის“ კიდევ ერთი გაუგონარი ამბის შესახებ გახდა ცნობილი. როგორც ჩვენი წყარო ჰყვება, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, ნუცუბიძეზე მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მეორე სართულიდან სტუმრად მყოფმა მეორეკლასელმა მასპინძელი  მეგობრის ლეკვი გადმოაგდო. გადმოგდების შემდეგ ბავშვი სიხარულით ყვიროდა: „გაასხა, გაასხა“. ამ ამბავს ლეკვის პატრონი და მისი მეორე მეგობარიც შეესწრნენ და ბავშვებმა ისეთი სტრესი მიიღეს, რომელსაც დღემდე ვერ დააღწიეს თავი. დამნაშავე ბავშვის მშობლებს პასუხი მოსთხოვეს, თუმცა მათ არ სჯეროდათ, რომ ეს მათმა შვილმა ჩაიდინა. ეზოში დამონტაჟებული კამერის საშუალებით, რომელმაც მომხდარი ასახა, მშობლები დაარწმუნეს, რომ მათი შვილის ნამოქმედარი იყო და მათ ბავშვს ახალი ლეკვი უყიდეს საჩუქრად, ასევე ბოდიში მოიხადეს. ყველაზე მეტად საგულისხმო ამ ამბავში ისაა, რომ დაზარალებული ბავშვი ფსიქოლოგთან წაიყვანეს, ხოლო დამნაშავე – არა.

ჩვენი კიდევ ერთ-ერთი წყარო ჰყვება, რომ 9 წლის ვაჟს სათამაშოდ ეზოში შიშით უშვებს, რადგან არსებობს ბავშვების დაჯგუფება, რომლებიც აგრესიისკენ არიან მიდრეკილნი – „ჩემს შვილს არაერთხელ შესთავაზეს, წამოდი, კატა გავატყავოთო. ჩემმა ბიჭმა უარით გაისტუმრა… ეს ის ბავშვები არიან, რომლებიც მთელი დღე ეზოში ჰყავთ მშობლებს გაგდებული და არც კითხულობენ, სად არიან და რას აკეთებენ. ერთ-ერთი მათგანის ძალიან აგრესიულ საუბარს შევესწარი, იქვე იყო მისი მშობელიც და იცინოდა. მე ვუთხარი, რომ ამაში სასაცილო არაფერია და მიპასუხა, ხუმრობს და გაუვლისო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები