LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი უმცირესობას: ნუ ყაყანებთ!

95

ენერგეტიკის მინისტრის ანგარიშის მოსმენის დროს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. კამათი ნაციონალური მოძრაობის წევრის, გოკა გაბაშვილის, მიერ დასმულ შეკითხვას მოყვა. მან კალაძეს მიმართა, რომელი მხარე იტყუებოდა, ენერგეტიკის მინისტრი, რომელიც ამბობდა, რომ აზერბაიჯანს საქართველოსთვის საკმარისი რაოდენობის გაზის მიწოდება არ შეუძლია, თუ სოკარის წარმომადგენლობა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ მათ ბუნებრივი აირით მთელი საქართველოა მომარაგება შეუძლიათ.

ამასთან დაკავშირებით, უმრავლესობის დეპუტატმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ოპოზიციას საუბარი იქით მიჰყავდა, რომ როგორ გაბედა საქართველოს ხელისუფლებამ და სოკართან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა. ნაციონალურმა მოძრაობამ ვოლსკის საპასუხოდ აღნიშნა, რომ სოკართან მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება საზოგადოების აქტიურობის შედეგი იყო. ამ განცხადებია შემდეგ, ვოლსკიმ ოპონენტებს მიმართა, რომ ნუ იყაყანებდნენ, რასაც უმცირესობის გაღიზიანება მოყვა და ერთერთმა დეპუტატმა ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, რომ ყაყანი უმრავლესობაში მოეკითხათ.

12837302_10205799457321839_490146796_o

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები