LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ყანჩელის სიმღერებს ნინო სურგულაძე შეასრულებს

44

9 თებერვალს კონსერვატორიის დიდ სახელმწიფო დარბაზში გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო გაიმართება.

მსმენელი ქართველი კომპოზიტორის 10 სიმღერას  ცნობილი მეცო სოპრანოს – ნინო სურგულაძის შესრულებით მოისმენს.

“როცა პირველივე ფრაზას გაიგონებთ, მიხვდებით რომ ეს ყანჩელია” – განაცხადა ნინო სურგულაძემ „ფორტუნა”-სთან საუბარში, რომელიც კონცერტისთვის განსაკუთრებულად ღელავს.

კონცერტში ასევე მონაწილეობას მიიღებს იტალიელი პიანისტი ალესანდრო სტელა, რომელმაც ყანჩელის მუსიკა ცალკე დისკად ჩაწერა. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ამ პროექტს მხარი იტალიის საელჩომ დაუჭირა.   ყანჩელის სიმღერების ტექსტის ავტორი  ია საკანდელიძეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები