LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კაკაურიძე: ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება

41

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ოპოზიციას მიმართავს, ნუ აჩენენ ცრუ მოლოდინს ლარის გაუფასურების შესახებ. კაკაურიძის აზრით, ოპოზიცია ასეთ მოლოდინს შეგნებულად ზრდის.

“შეგნებულად ზრდიან იმის მოლოდინს, რომ ლარი გაუფასურდება. რაც გვაქვს დაგეგმილი ბიუჯეტთან დაკავშირებით, გადაჭარბებით სრულდება შემოსავლების ნაწილი. ხარჯვითი ნაწილის შესრულების მაჩვენებელი არის ძალიან მაღალი. დარჩენილ პერიოდში ბიუჯეტის ხარჯვას ლარზე არანაირი გავლენა არ ექნება. თხოვნა მექნება მათ შორის ოპოზიციასთან, ნუ აჩენენ ლარის გაუფასურების შესახებ ცრუ მოლოდინს”, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ფრაქცია “ნაციონალურ მოძრაობას” გააცნო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები