LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, მცხეთის „წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას“ სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვევა

115

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხვალ, 11:00 საათზე მცხეთის „წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას“ სახელობის სამედიცინო ცენტრს ეწვევა და ახლად გახსნილ კლინიკას დაათვალიერებს.
მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, 100-საწოლიანი, მრავალპროფილური კლინიკა, სახელმწიფოს ხელშეწყობით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გაიხსნა. ახალი სამედიცინო დაწესებულება გათვლილია, როგორც მცხეთა მთიანეთის რეგიონის სამხარეო საავადმყოფო. სამედიცინო ცენტრი ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში.
11:40 საათზე კი საქართველოს პრემიერ–მინისტრი მონაწილეობას მიიღებს მცხეთის კულტურის ცენტრის საზეიმო გახსნის ცერემონიაში. ახალ კულტურის სახლს გააჩნია თანამედროვე სტანდარტების 450-კაციანი საკონცერტო დარბაზი, რომელიც აღჭურვილია პროფესიული სტანდარტების, უმაღლესი კლასის თანამედროვე სისტემებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები