LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მარგველაშვილმა რიგგარეშე სესია არ დანიშნა

109

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტს სთავაზობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე კონსტიტუციის პროექტის უკეთესი ვერსია დაიწეროს.

„ის, რაც დარჩა სახელიდან „ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა“ და მოლოდინიდან, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრისით, ჩვენ მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, ეხება უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს და უფლებებს. ეს ეხება კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მის უარს საგანგებო სესიის მოწვევასთან დაკავშირებით აქვს პოლიტიკური შინაარსი.

„მე მოვუწოდებ პარლამენტს, არ მიიღოს უაღრესად დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი ცვლილებები, დაუბრუნდეს ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ შენიშვნებს და რეკომენდაციებს და სწორედ ამ სულისკვეთების რეჟიმში დაწეროს კონსტიტუციის უკეთესი ვერსია. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები