LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მღებრიშვილი: “დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს”

30

“ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს”, –  ასე გამოეხმაურა შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ბოლო დროინდელ მოვლენებს.

მინისტრის შეფასებით, ყველა დანაშაული უმოკლეს დროში იხსნება, ცხელ კვალზე.

მისი თქმით, პოლიციელი ყოველთვის იყო და არის გმირი.

მღებრიშვილს შეცდომად მიაჩნია ერთეული შემთხვევების განზოგადება შინაგან საქმეთა სამინისტროს მასშტაბით:

პირველ რიგში უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო, ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბრად აგებს პასუხს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ასევე ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, თანამდებობის პირების ოჯახის წევრები, თუ სამართალდამცველები.

ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცველთა მხრიდან ნებისმიერი გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს. რეაგირება არის და ყოველთვის იქნება ადეკვატური. ჩვენი ვალია გამოვავლინოთ ნებისმიერი კონკრეტული შემთხვევა, რათა ამან არ მიიღოს სისტემური ხასიათი. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე ეკისრება კონკრეტულ პირს.

ის, რომ ამან სისტემური ხასიათი არ მიიღოს და ტენდენციად არ იქცეს, ეს უკვე ჩვენი პასუხისმგებლობაა. მაგრამ, აქვე მინდა ავღნიშნო, დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ რომ ერთეული შეთხვევების გამო, პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მოხდეს კეთილსინდისიერი სამართალდამცველების დემოტივაცია, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენი უსაფრთხოების ხარისხზე.

შს მინისტრი მოუწოდებს მოსახლეობას , პოლიტიკურ ძალებს თავი შეიკავონ პოლიციელთა დისკრედიტაციისგან, რადგან მისი განცხადებით, ქართული პოლიცია იმსახურებს პატივისცემას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები