LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე – ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველი ხელოვანის უდიდესი წარმატება

735

ნიუ-იორკში მოღვაწე  წარმატებულმა ქართველმა ხელოვანმა, არაერთი მუსიკალური პრემიის მფლობელმა, ჯაზისა და პოპ-მუსიკის ამომავალმა ვარსკვლავმა  გიორგი მიქაძემ საკუთარი კარიერის სიახლეები რადიო “ფორტუნა”–ს ექსკლუზიურად გაუზიარა.

მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული Berklee Collage of Musicის  კურსდამთავრებულ  მუსიკოსს ერთ თვეში საერთაშორისოდ აღიარებული,  ერთ-ერთი ძვირადღირებული,   უდიდესი მუსიკალური ტრადიციების მქონე ხელოვნების აკადემია – Manhattan School of Music   ჯაზის მაგისტრის ხარისხს მიანიჭებს.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა ის ფაქტი, რომ გიორგი მიქაძე   არის პირველი ქართველი ხელოვანი, რომელიც მიიღებს ჯაზის მაგისტრის აკადემიურ წოდებას.

გიორგი მიქაძე, შეიძლება ითქვას იმ მცირერიცხოვან  მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც ძალიან აქტიური და წარმატებული საკონცერტო ცხოვრების პარალელურად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ  უმაღლეს განათლებას, გიორგის აქვს მიღებული აკადემიური მუსიკალური განათლება კლასიკური, თანამედროვე მუსიკის და ჯაზური ხელოვნების  განხრით.

დღევანდელი მონაცემებით  იგი  ფლობს ბაკალავრის  3 ხარისხს: ხელოვნების აკადემიურ ხარისხს კლასიკური ფორტეპიანოს სპეციალობით (თბილისის სახ. კონსერვატორია),  კომპოზიციის და საშემსრულებლო ორმაგ ხარისხს (Berklee College of Music), რაც შეეხება საერთაშორისო კონკურსების, სტიპენდიების და მოპოვებული მუსიკალური პრემიების ჩამონათვალს მათი რიცხვი საკმაოდ ვრცელი და სოლიდურია და შორს წაგვიყვანს.

გიორგიმ „ჯაზის სამშობლოს“ უძლიერეს კონკურენტულ გარემოში მოახერხა მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული  უნივერსიტეტების  100%-იანი სასწავლო  გრანტის მოპოვება,  რაც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისათვის უიშვიათესი გამონაკლისია. 

გიორგი არის  უნივერსალური მუსიკოსი, რომელიც ყველა ჟანრის და სტილის  მუსიკას სრულყოფილად ფლობს და ერთნაირად, კარგად, შესანიშნავად ასრულებს.  ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლები და მსმენელი არაერთხელ გააოცა გიორგის მრავალმხრივმა მუზიცირების უნარმა – კლასიკური მუსიკიდან დაწყებული ჯაზის, ბლუზის, გოსპელის, პოპის, ფანკის, Fusion-ის, R&B-ის,  ელექტრო-აკუსტიკური, ექსპერიმენტული და მიკროტონალური მუსიკით დამთავრებული.  

რაც შეეხება მუსიკოსის სამომავლო გეგმებს, ივლისის თვეში გიორგი მიქაძე იწყებს მისი შემოქმედების  ერთ-ერთ საეტაპო პროექტზე მუშაობას, რაც გულისხმობს ალბომის ჩაწერას . ბენდის შემადგენლობა მართლაც რომ ვარსკვლაური იქნება  და გიორგიმ, რამდენიმე რტისტის გვარიც გაგვიმხილა, მათ შორის იქნება ფენომენალური, ვირტუოზი, ლეგენდარული  დრამერი ჯოჯო მეიერიც. ალბომის რამდენიმე კომპოზიციაში ასევე ვიხილავთ  საქართველოს ხალხური სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანსაც“.  მუსიკოსის თქმით, პროექტს ძალიან საინტერესო ჩანაფიქრი და იდეა აქვს.  ეს იქნება ერთგვარი მულტიჟანრული პროექტი ერთგვარი კულტურული კოლაბორაცია, რომელიც ისევე როგორც გიორგის თითქმის ყველა ჩანაფიქრი და პროექტი – ქართული კულტურის საერთაშორისო მასშტაბით წარმოჩინებას ისახავს.

GIORGI MIKADZE At manhattan Poster PM

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები