LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაშინგტონში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, გიორგი მიქაძის ჯაზ-ტრიოს კონცერტი გაიმართება

651
გიორგი-მიქაძე

21 მაისს, აშშ-ში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად,  ქ. ვაშინგტონის უძველეს ჯაზ-კლუბში Blues Alley ცნობილი ქართველი მუსიკოსის, Berklee College of Music-ის ასოცირებული პროფესორის,  გიორგი მიქაძის საავტორო პროექტის „The Great Georgian Songbook“-ის კონცერტი შედგება.

გიორგი მიქაძე, პროექტის შექმნის შთაგონება იყო გენიალურ ქართველ კომპოზიტორთა კინო და თეატრალური მუსიკის შედევრები, რომლებიც ქართული მუსიკის ოქროს ფონდს წარმოადგენს და ბავშობიდან აღიბეჭდა მუსიკოსის მეხსიერებაში.

პროექტში შესულია გია ყანჩელის, ჯანსუღ კახიძის, დავით თორაძის სულხან ცინცაძის, შოთა მილორავას, ნოდარ გაბუნიას , რუსუდან სებისკვერაძის და სხვა ქართველ კომპოზიტორთა კომპოზიციები ქართული მხატვრული ფილმებიდან, მულტფილმებიდან და ცნობილი თეატრალური დადგმებიდან.

ევა კაპანაძის ფოტო

21 მაისს, ვაშინგტონის ჯაზ-კლუბ „Blues Alley“-ის ერთგული მსმენელის თხოვნის თანახმად, ორი კონცერტი გაიმართება 19:00 და 21:00 საათზე.

 

 

პროექტი რამდენიმე მასტერკლასს და მასშტაბურ კონცერტს აერთიანებს, რომელშიც გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი მიიღებს მონაწილეობას”- გიორგი მიქაძე

,,ვფიქრობ, ქართული მუსიკის და სიმღერის პროექტი გაკეთდეს „ბერკლიში“ და სტუდენტებმა შეძლონ ქართული მუსიკის სწავლა” – „ბერკლის“ ქართველი პროფესორი, გიორგი მიქაძე „არტ-Fm”-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები