LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროექტი რამდენიმე მასტერკლასს და მასშტაბურ კონცერტს აერთიანებს, რომელშიც გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი მიიღებს მონაწილეობას”- გიორგი მიქაძე

9
miqadze

10 მაისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა მუსიკოსმა გიორგი მიქაძემ საავტორო პროექტზე Georgian MicrojamZ – M F TroniX-ზე ისაუბრა, რომელიც 10-14 მაისს გაიმართება თბილისში.

10-14 მაისს ბერკლის უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი მიქაძე ახალ პროექტს საქართველოში წარადგენს

– გიორგი, რას ითვალისწინებს ახალი პროექტი?

– პროექტი, რომელიც ამერიკის საელჩოს მხარდაჭერითა და მისივე გრანტით ხორციელდება, რამდენიმე მასტერკლასს და მასშტაბურ კონცერტს აერთიანებს, რომელშიც გიტარისტი დევიდ ფიუზინსკი მიიღებს მონაწილეობას. სხვათა შორის, დევიდი ჩემი პედაგოგი იყო ბერკლის უნივერსიტეტში, მერე კი, დავმეგობრდით და რამდენიმე ერთობლივი კონცერტიც მოვაწყვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თბილისში ჩამოსვლის და მასტერკლასის მოწყობის საშუალება მიეცა, რადგან დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდებისთვის საინტერესო და სასარგებლო იქნება მისი გამოცდილების გაზიარება. თვითონაც მიხარია სტუდენტებთან შეხვედრა, რადგან საკონცერტო მოღვაწეობის პარალელურად საგანმანათლებლო საქმეშიც ჩაბმული ვარ და ძალიან მსიამოვნებს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერიას და ამერიკის საელჩოს, რომელთა დახმარების გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდი პროექტის განხორციელებას.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– უამრავი გეგმა მაქვს, მით უფრო პანდემია დასრულდა და იმედია, ახლა მაინც დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები