მწერალი გიორგი კეკელიძე თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ესტუმრა. მან ისაუბრა საინტერესო სიახლეებზე, რომლებიც ბიბლიოთეკების გახსნას უკავშირდება საქართველოს საზღვრებს გარეთ. გარდა ამისა, უპასუხა წამყვანის შეკითხვას,
გიორგი კეკელიძე:
ბიბლიოთეკების გახსნას ვაგრძელებთ საზღვარგარეთ. 10-ზე მეტი ბიბლიოთეკა უკვე გახსნილია „ბიბლუსთან“ და წიგნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან ერთად. ერთი შვეიცარიაში, ბაზელში გაიხსნა, მეორე ქალაქ ფრაიბურგში, ირაკლი გაგნიძის სახელობის ბიბლიოთეკა. პირველი საბავშვოა, მეორე არ არის მხოლოდ საბავშვო, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის გათვლილი.
შენი ბესტსელერების შესახებაც მოგვითხრე…
სულ ახლახან გამოვიდა „კუპატას თავგადასავალის“ მეორე ნაწილი, პირველი ნაწილის მსგავსად, ესეც ძალიან მალე გახდა პოპულარული. რაც შეეხება სხვა ტიპის წიგნებს, ახლახან ასევე გამოვიდა ჩემი ლექსების კრებული. ვმუშაობ ჩემთვის მნიშვნელოვან წიგნზე – „ანწუხელიძე“, რომელზეც ვმუშაობ მის მეუღლესთან, მაკასთან ერთად…

არ შემიძლია, არ გკითხო შენი საოცარი შვილის შესახებ… რა შეცვალა შენს ცხოვრებაში შვილის გამოჩენამ?
შვილი ერთდროულად ცვლის ყველაფერს, რეალურად საქმე გრძელდება, მაგრამ ამ საქმის და ყოფითი ინერციის მიღმა არსებობს სრულიად ცალკე სამყარო, ცალკე ცხოვრება, რომელიც უბრალოდ, არ არსებობდა მანამდე. მანამდელ ცხოვრებაში შვილი არც უნდა გარიო და შვილის სამყაროს სხვა ადგილი მიუჩინო. კეკეს სამყარო არის დიდი და მნიშვნელოვანი და სახლში დაბრუნება ერთ-ერთი სასიამოვნო გზაა ჩემთვის.
როგორი მამა ხარ?
არ ვიცი, ვფიქრობ, რომ არაჩვეულებრივი არა, ჩვეულებრივი. კეკე ჯერ კიდევ იმ ასაკშია, როცა დედა არის განმსაზღვრელი, მამა შეძლებისდაგვარად ცდილობს, მაგრამ ვერც მიუახლოვდება დედის როლს. ვცდილობ, რაღაც-რაღაცები ნელ-ნელა შევითავსო…