LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მიქაძე ტაილანდის კონკურსის THE POWER BAND 2023 ჟიურის წევრად მიიწვიეს

716
BeFunky-collage1 (20)

გიორგი მიქაძე ტაილანდის ქ. ბანგკოკის THE POWER BAND 2023 კონკურსის ჟიურის საპატიო  წევრად მიიწვიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით მუსიკოსმა რადიო „ფორტუნას“ საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„მინდა სიხარულით გაგიზიაროთ ჩემი ემოციები და შთაბეჭდილებები. ახლახან დავბრუნდი ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან, სადაც მიმიწვიეს ყოველწლიური ეროვნული ბენდების კონკურსის  “THE POWER BAND 2023”-ის ჟიურის წევრად. ეს ჩემთვის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო, ჩემ კოლეგებთან ერთად გამოგვევლინა წლის საუკეთესო მუსიკალური ბენდები. კონკურსი რამდენიმე ასაკობრივ კატეგორიად იყო დაყოფილი. მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდა ტაილანდელმა მუსიკოსებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი. ბავშვთა მუსიკალური ბენდების, როგორც ინსტრუმენტული, ასევე ვოკალური მომზადების დონე იმდენად მაღალი იყო, საკმაოდ გაგვიჭირდა ლაურეატთა შერჩევა.

საქართველოში არაერთი წარმატებული სატელევიზიო მუსიკალური შოუ არსებობს, თუმცა ჩვენს ქვეყანაშიც ვისურვებდი მსგავსი ტიპის ყოველწლიური მუსიკალური ბენდების კონკურსის დაარსებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს არამარტო ზრდასრული, პროფესიონალი მუსიკოსებისთვის, არამედ ბავშვებისთვის. მოგეხსენებათ, საანსამბლო, ერთობლივი, გუნდური მუზიცირების ფორმა, მოზარდებს უდიდეს სიხარულს ანიჭებს  და განსაკუთრებულ შედეგებს დებს, რადგან სამუსიკო ხელოვნება, როგორც ახალგაზრდების პიროვნების ჰარმონიულად ჩამოყალიბების, ესთეტიკური აღზრდის,  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორიაა“, –  საუბრობს გიორგი მიქაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები