LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ყიფშიძე ქობულეთში ბარმენად მუშაობს

171

მსახიობი გიორგი ყიფშიძე არცთუ იშვიათად საუბრობს თავისი ოჯახის ფინანსური პრობლემების შესახებ. მსახიობი აღნიშნავს, რომ საკუთარი პროფესიით საარსებოდ ძალიან ცოტას გამოიმუშავებს და თავის გატანა საქართველოში მსახიობებს ძალიან უჭირთ. გიორგი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც აქტიურად ეწინააღმდეგებოდა მსახიობებისთვის ხელფასების დაკლებას.

ახლახან გიორგიმ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც აღნიშნავს, რომ ქობულეთის ერთ-ერთ ბარში დაიწყო მუშაობა, მსახიობი ბარმენის პოზიციაზე. წინა წლებშიც არაერთხელ უმუშავია ქობულეთში ბარმენად. მეგობრები მას ამ პოზიციაზეც წარმატებას უსურვებენ. გიორგი აღნიშნავს, რომ ზღვაზე კარგი ამინდებია და ყველას იქ გამგზავრებისკენ მოუწოდებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები