LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „წარმატებას ვუსურვებ გიორგის, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს და თეატრს, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“ – ნიკოლოზ წულუკიძე

883
ნიკოლოზ წულუკიძე

თეატრისა და კინოს მსახიობი გიორგი ყიფშიძე „იმედის დღის“ რუბრიკის, „პერსონას“ გასული ეპიზოდის მთავარი გმირი იყო.

ნიკოლოზ წულუკიძის საავტორო რუბრიკაში გიორგი ყიფშიძემ ვრცლად ისაუბრა განვლილ ცხოვრებაზე, ოჯახზე, პირადსა და კარიერაზე.

ვიდეო: „უკვე ერთი წელია ზურას არ ველაპარაკები… ყველაზე არასწორ დროს მაგინა და დაგროვილი რაღაცები ჩემზე გადმოანთხია…“ – გიორგი ყიფშიძე მამასთან ურთიერთობაზე

რუბრიკის დასასრულს, ტელემაყურებელს ნიკოლოზ წულუკიძემ მიმართა და აღნიშნა, რომ ამჟამად, გიორგი ყიფშიძე სამკურნალოდ ბიშკეკში იმყოფება:

„გიორგის შემართება უნდა ვუსურვოთ. დღეს ჩამოვედი, გიორგისთან ერთად ვიყავი ბიშკეკში, ნაზარ ალიევის ცნობილ კლინიკაში, სადაც ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დამოკიდებულებით აგრძელებენ ცხოვრებას, ცდილობენ, შეცვალონ საკუთარი ცხვორების წესი და ახალი სიცოცხლით და ახალი ენერგიით გააგრძელონ [ცხოვრება].

ერთთვიანი რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პერსპექტივით ცხოვრებას იწყებს გიორგი, მინდა ამ გზაზე წარმატება ვუსურვო, ის ბრძოლა, რომელიც მან დაიწყო და სხვადასხვა დამოკიდებულებას გამოუცხადა, წარმატებით დასრულდება და ისეთივე ჯანღონით სავსე დაუბრუნდება ოჯახს, თეატრს, კინოს და საზოგადოებას, როგორც კარიერის დასაწყისში იყო“, – თქვა ნიკოლოზ წულუკიძემ.

ვიდეო: „ჩემს ძმას არ ვამართლებ, მაგრამ გიორგი არ არის ფხიზლად, ბიშკეკში მკურნალობს, იმედი მაქვს, ჯანმრთელი ჩამოვა და დარწმუნებული ვარ, არ ემახსოვრება, რაც მაშინ ჩაწერა და თქვა…“ – ლენუკა ყიფშიძე მიმართვას ავრცელებს

გიორგი ყიფშიძის საოცრად გულახდილი ინტერვიუ რუბრიკაში #პერსონა

🗨️ „მინდა შევცვალო რაღაცები, იმათ ჯინაზე, ვისაც არ სჯერა ჩემი.“ – გიორგი ყიფშიძის საოცრად გულახდილი ინტერვიუ ნიკოლოზ წულუკიძის რუბრიკაში #პერსონა 📝#ნიკოლოზ_წულუკიძე 📝#ნუცა_მამულაშვილი

Posted by იმედის დღე /Imedis Dge on ორშაბათი, 22 აპრილი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები