LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში ავარიას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

52

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მსუბუქი ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა. ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

თვითმხილველების განცხადებით, ქალი გზას კვეთდა, როდესაც მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მათივე თქმით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები