LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს გაიხსნება

91

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღს ეწვია და იქ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ტერიტორიაზე დაწყებულია სამარშრუტე გზებისა და ბილიკების მოწყობა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ბაღის განვითარების საქმეში ჩართულია გერმანელი სპეციალისტები, კერძოდ, მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლები, რომელთა დახმარებით გაგრძელდება ალპინარიუმის მოწყობა.

გოდერძის ბოტანიკური ბაღი აგვისტოს ბოლოს შეძლებს პირველი ვიზიტორების მიღებას. სულ მალე მაღალმთიან აჭარას ექნება სრულიად უნიკალური ტურისტული ღირშესანიშნაობა. რა თქმა უნდა, ბაღის მშენებლობა გაგრძელდება და აქ შეიქმნება ოთხივე სეზონის ვიზიტორებისთვის მიმზიდველი ცენტრი. ალპური ბოტანიკური ბაღი, გარდა საგანმანათლებლო მიმართულებისა, იქნება გასართობი და სათაგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საინტერესო ადგილი, სადაც სხვადასხვა ატრაქცია, ზიპლაინი, საბავშვო სივრცეები მოეწყობა“ – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ინფრასტრუქტურული პროექტების პარალელურად, გოდერძის ალპურ ბოტანიკურ ბაღში ხდება სხვადასხვა სახეობის მცენარეთა შემოტანა ალპინარიუმის და სანერგის მრავალფეროვნების შესაქმნელად.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღის და მწვანე ტბის განვითარება უდიდეს მნიშვნელობას იძენს კურორტ გოდერძზე მიმდინარე საინვესტიციო პროექტებთან ერთად, რაც საბოლოო ჯამში მაღალმთიან აჭარაში ტურიზმის განვითარების ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები