LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგოლა კალანდაძე: „გამიხარდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ რომ შემომთავაზეს საახალწლო კონცერტის წაყვანა…“

155

გოგოლა კალანდაძე „სითის“ გარეკანს ამშვენებს. სხვადასხვა სამოსში გამოწყობილი მსახიობი არაჩვეულებრივად გამოიყურება. როგორც მოგეხსენებათ, ის ცენტრალური საახალწლო კონცერტის ერთ-ერთი წამყვანი იქნება.

გოგოლა მოხარულია, რომ ამდენი წლის შემდეგ ისევ შესთავაზეს კონცერტის წაყვანა. მსახიობი ჟურნალთან საუბრისას ამბობს: „ძალიან გამიხარდა, ამდენი წლის შემდეგ ისევ მე რომ შემომთავაზეს საახალწლო კონცერტის წაყვანა. დარწმუნებული ვარ, 2018 წელი საუკეთესო იქნება საუკეთესოთა შორის“.

ინტერვიუში გოგოლა ასევე იხსენებს, რომელი იყო მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალი წელი და აღნიშნავს, რომ 2015 წლის დადგომას მეუღლესა და შვილებთან ერთად ახალ სახლში შეხვდა და სწორედ ეს შეხვედრა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად.

მსახიობი აღნიშნავს, რომ ამდენხნიანი პაუზის საპატიო მიზეზი ჰქონდა:

მგონი, ჩემი ცხოვრების მთავარ როლს ახლა ვასრულებ და თანაც, საკმაოდ რთულს – დედის და ცოლის. ვარ ჩემს ოთხ შვილთან და მეუღლესთან ერთად“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები