LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა

141

სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი კვლავ დააზარალა. ცოტა ხნის წინ, დაისეტყვა სოფლები: კვარხეთი, ზერტი, კირბალი. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ კვარხეთის მოსახლეობა. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზიანა მოსავალი, თუმცა, ადგილობრივების თქმით, ამ დროისთვის, წვიმისა და სიბნელის გამო ზარალის ოდენობის განსაზღვრა რთულია.

მაისის დასაწყისიდან დღემდე, შიდა ქართლის სოფლების გარკვეული ნაწილი მეხუთედ დაისეტყვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები