LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორში იეჰოვას სამლოცველოს სავარაუდოდ ესროლეს

114

გორში იეჰოვას სამლოცველოს კარს სავარაუდოდ ესროლეს. შემთხვევა ალექსანდრე ჯავახიშვილის ქუჩაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველებს სამლოცველოს კართან წარწერა დახვდათ – “იწამე ღმერთი ჩვენი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა, უწყება სროლის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. სამლოცველოს კარზე აღნიშნული ღრმული ნატყვიარია თუ რაიმე სხვა ტიპის დაზიანება, ამ საკითხზე ექსპერტიზა მიმდინარეობს.

ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო, სსკ-ს 156/1 (რელიგიური საქმიანობის ხელის შეშლა) და 187/1 (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები