LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუდაურში ზვავმა ერთი ტურისტის სიცოცხლე იმსხვერპლა

122

გუდაურში ზვავის ჩამოწოლის შედეგად ერთი ტურისტი გარდაიცვალა.

„ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, რომ ტურისტების ჯგუფი სათხილამურო ტრასიდან გაუკვალავ ტერიტორიაზე გადავიდა. ჩამოწვა ზვავი, რომელმაც ერთი ტურისტი იმსხვერპლა.

ჯგუფის დანარჩენი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შსს-ს ცნობით, საქმე 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით  სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები