LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულისამაჩუყებელი გაცილება: მიუნხენში ტრადიციული ლუდის შხაპი გრძელდება (ფოტო-ვიდეო)

107

„ბაიერნმა“ ლუდის შხაპი მოაწყო. მიუნხენის საჩემპიონო ტრადიციია გრძელდება.
ბუნდესლიგის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ „ბაიერნს“ მარტო ფილიპ ლამისა და ხაბი ალონსოს წასვლით არ მოუწყენია, ტრადიციული ლუდის შხაპით მხიარული სანახაობაც მოაწყო.

კარლო ანჩელოტი ლუდის წვიმის ქვეშ პირველად მოხვდა და ამით შთაბეჭდილებების ქვეშ მოექცა.

ფილიპ ლამმა და ხაბი ალონსომ კი კარიერა დაასრულეს. ფეხბურთთან გამოთხოვება ლამაზი გამოვიდა: ჯერ ერთი „ბაიერნმა“ „ფრაიბურგი“ გაანადგურა (4:1), მიუნხენმა კი ყველაფერი გააკეთა, რომ ცერემონია მაქსიმალურად გულისამაჩუყებელი გამოსულიყო.

ფილიპ ლამი მთელი კარიერა „ბაიერნს“ ეკუთვნოდა და სულ მცირე ხანი ითამაშა „შტუტგარტში“ იჯარის წესით.

ხაბი ალონსომ გერმანიის საუკეთესო კლუბში მხოლოდ სამი სეზონი დაყო, მაგრამ მისით მაინც აღფრთოვანებულები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები