LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუნდები, რომლებიც სხვაგან თამაშობენ: სად წავა ბარსელონა

76

კატალონიაში ჩატარებული რეფერენდუმი ყველაზე განხილვადი თემაა. ფეხბურთის ქომაგები კი “ბარსელონასა” და მის მომავალზე დარდობენ.
კატალონიის დამოუკიდებლობის პირობებში “ბარსა” შესაძლოა ესპანეთის ან ზოგადად ჩემპიონატის გარეშე დარჩეს. თუმცა კატალონიაში ამის ნაკლებად ეშინიათ და ფიქრობენ, რომ სხვა ქვეყნის პირველობაზე ითამაშებენ.

გადავხედოთ იმ გუნდებს, რომლებიც უცხო ქვეყნის პირველობებზე გამოდიან.

 

მონაკო


“თეთრ-წითლები” მონაკოს წარმოადგენენ, რომელიც დამოუკიდებელი ჯუჯა სახელმწიფოა სამხრეთ საფრანგეთით. მონაკოს სამი მხრიდან სწორედ საფრანგეთი ესაზღვრება და ყველაზე ლოგიკური საფრანგეთის პირველობაზე გამოსვლაა.
„მონაკო“ საფრანგეთის 8-გზის გამარჯვებულია და ამ ქვეყნის სახელით ევროტურნირებზეც ხშირად ასპარეზობს.

 

სუონსი


ინგლისის პრემიერლიგის ბინადარია უელსური “სუონსი”.
“სუონსი” ერთადერთი უელსური კლუბია, რომელმაც უეფას მიერ მოწყობილ ტურნირებზე შეძლო ასპარეზობა. 2013 წელს “გედებმა” ინგლისის ლიგის თასი მოიგეს და ევროპის ლიგაზეც იასპარეზეს.
არც ისე დიდი ხნის ინგლისის პრემიერლიგაში თამაშობდა კიდევ ერთი უელსური გუნდი „კარდიფი“, რომელიც ლიგიდან გავარდა და ახლა ჩემპიონშიპშია.
“კარდიფისა” და “სუონსის” გარდა კიდევ არაერთი უელსური გუნდი ასპარეზობს ინგლისის სხვადასხვა ლიგაში.

 

ლიხტენშტეინელები

ლიხტენშტეინი ჯუჯა სახელმწიფოა შუა ევროპაში. მას საკუთარი საფეხბურთო ლიგა არ აქვს და ყველა კლუბი შვეიცარიის სხვადასხვა ლიგაში თამაშობს. ყველაზე ცნობილია “ვადუცი”, რომელიც ერთადერთია, რომელსაც შვეიცარიის მთავარ ლიგაში უთამაშია.
თუ გახსოვთ, 2013 წელს ევროპალიგაზე „ვადუცს“ საჩხერის „ჩიხურა“ შეხვდა. მაშინ ჩვენებმა გაჭირვებით, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით, მაგრამ მაინც დაძლიეს ეს ეტაპი.

 

ანდორა


ესპანურ საფეხბურთო ლიგასაც აქვს პრეცენდენტი, როდესაც უცხო ქვეყნის გუნდი მათ ლიგაში ასპარეზობს. ანდორა ჯუჯა სახელმწიფოა, რომელიც ესპანეთსა და საფრანგეთს შორის მდებარეობს და მათი ერთადერთი საფეხბურთო კლუბი “ანდორა” ესპანეთის რანგით მე-5 ლიგაში ასპარეზობს.
„ანდორას“ საკალათბურთო გუნდიც ესპანეთის ჩემპიონატში გამოდის, რომლის ღირსებას, როგორც იცით, გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე იცავენ.

 

კანადა – აშშ

ოკეანისგაღმა ისეა მოწყობილი, რომ კანადური გუნდები აშშ-ს ლიგაში გამოდიან.
საფეხბურთო “ტორონტო”, “ვანკუვერი”, “მონრეალი” MLS ცდიან ძალებს. ასეა კალათბურთშიც (NBA) და ჰოკეის ლიგაშიც (NHL).

მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშიც ფიქსირდება.

 

სად გამოიძებნება „ბარსელონას“ და სხვა კატალონიური გუნდების ადგილი ამას მომავალი პოლიტიკური ამინდი განსაზღვრავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები