LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის ტექნიკური ხარვეზი გახდა – რა წერია „ვიზეარის“ განცხადებაში

157
IMG_20170823_180805-1

ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი – ბარსელონა და ბარსელონა – ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა. ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი – ბარსელონა და ბარსელონა – ქუთაისის მიმართულებით. მსგავსი შემთხვევა მოხდა 27 მაისსაც, რა დროსაც, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ქუთაისი-მილანის რეისი გაუქმდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები