LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში მანქანა აფეთქდა

130

გურჯაანში მსუბუქი მანქანა აფეთქდა. ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც მასში მგზავრი იმყოფებოდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ავტომობილში ჩამონტაჟებულმა გაზის ბალონმა გამოიწვია.

შსს-ში “ფორტუნას” განუცხადეს, რომ მანქანა აალდა, შესაბამისმა სამსახურებმა კი ის სწრაფად ჩააქრეს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

საქმეზე გამოძიება 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები