LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ სააკაძის მოედანზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

37

გუშინ გვიან ღამით  თბილისში, სააკაძის მოედანზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაზარალებულს მრავლობითი ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ის თბილისის პირველ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარება ამ დროისთვის სტაბილურია.

რა გახდა დანაშაულის მიზეზი და მოტივი, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 117-118 მუხლებით მიმდინარებს, რაც სხეულის განზრახ მძიმე და ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები