LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Hermes-ის ჩანთები ქართული ტყავით შეიკერება

2234

Hermes-ის ჩანთები ქართული ტყავით შეიკერება – ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტზე გატანილი ქართული ტყავი იტალიაში Hermes-ის ქარხანას მიეწოდება.

დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ოკრიბელაშვილის განცხადებით, პირველი ქართული ტყავი ევროკავშირში უკვე დაიცალა და წარმოებაშიც ჩაეშვა. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საზღვარგარეთ 18 ტონა ხელით დამარილებული ბეწვიანი პირუტყვის ტყავი გავიდა.

„დღემდე ქართული ტყავის ერთადერთ უცხოურ ბაზარს წარმოადგენდა თურქეთის რესპუბლიკა, რომელიც შესყიდვას აწარმოებდა სეზონურად და ერთ კილოგრამზე 0.15 ევრო ცენტით უფრო დაბალ ფასში, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები. დღეს უკვე გაფორმებულია თვეში 70000კგ ტყავის მოწოდების კონტრაქტი 2 წლის ვადით. აღნიშნული ტყავი საბერძნეთში გაივლის დამუშავებას და შემდგომ მიეწოდება “ჰერმესის” ქარხანას იტალიაში, როგორც ქართული ნედლეულის პროდუქტი“, – ამბობს ოკრიბელაშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე – საბერძნეთში მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი ცოტა ხნის წინ გავიდა. ტყავის გატანასთან დაკავშირებით შესაბამისი საექსპორტო სერტიფიკატი სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასცა.

„მსხვილფეხა პირუტყვის დაუმუშავებელი ტყავი, მატყლის შემდეგ, მეორე ცხოველური წარმოშობის არასასურსათო პროდუქტია, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში პირველად გავიდა. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს კეთილსაიმდეოობის აღიარებას,“ – განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ დემნა ხელაიამ.

ქართული მატყლი ევროკავშირის ბაზარზე (დიდ ბრიტანეთში) 2017 წლის იანვარში გავიდა. აგრეთვე, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები და უკვე შესაძლებელია ქართული თაფლის გატანა ევროკავშირის ბაზარზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები