LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ

55

ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის, გია გორგოშაძის, გამტაცებლები ოჯახისგან 5 მილიონი დოლარის გამოძალვას გეგმავდნენ.

როგორც არაოფიციალურად ხდება ცნობილი, თავდაპირველად ბოროტმოქმედები გია გორგოშიძესთან ერთად, სავარაუდოდ, მისი ოჯახის ერთ-ერთი წევრის გატაცებასაც აპირებდნენ, თუმცა გეგმა შეცვალეს და მხოლოდ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ დირექტორის გატაცება გადაწყვიტეს. მისი გათავისუფლების სანაცვლოდ კი ოჯახისგან 5 მილიონის გამოძალვას გეგმავდნენ.

4 დაკავებულიდან ორთან ამ წუთებში დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატი იმყოფება. დაკავებულებისთვის ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ.

მოქალაქის გატაცებისა და ფულის გამოძალვის ბრალდებით პოლიციამ 4 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია წყნეთის გზატკეცილზე ჩაატარეს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა, დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და გამოძალვის მომზადების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები