LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიპერმარკეტ “გორგიას” დირექტორსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა

161

ჰიპერმარკეტ “გორგიას” ხელმძღვანელის, გია გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეზე დაკავებულების, დავით ფოცხიშვილისა და თამაზ მენთეშაშვილის ადვოკატის, ნათელა ჩერქეზიას განცხადებით, საქმეში ჩანს, რომ გორგოშაძესა და მის ყოფილ მეუღლეს შორის ფულადი გაუგებრობა არსებობდა.

ადვოკატი აღნიშნავს, რომ საქმეში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია.
“ჩვენ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ძალიან ბევრი რამ გაზვიადებულია. აბსოლუტურად დაუსაბუთებელია ყველაფერი. ვიდეო მასალის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. მე არ მინდა ისეთ რამეზე ვისაუბრო, რაც ჩემი საქმე არ არის, მაგრამ საქმის მასალებში ჩანს, რომ ბიზნესმენს და მის ყოფილ მეუღლეს შორის არის რაღაც ფულადი გაუგებრობა. მე არ გამოვრიცხავ, რომ საქმის მასალები იყოს სამოქალაქო დავის საქმე”, – განაცხადა ადვოკატმა. ნათელა ჩერქეზია ადასტურებს, რომ გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე ნინო დარსალია დაკითხულია.
საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს, იკვეთება თუ არა გორგოშიძის ყოფილი მეუღლის თანამონაწილეობის საკითხი საქმეში.
საქმეზე დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები