LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლი ბერი 16 წლით უმცროს მეგობარ მამაკაცთან ერთად გადაიღეს

93

51 წლის ჰოლი ბერიმ ცოტა ხნის წინ რომანი 16 წლით უმცროს მამაკაცთან გააბა. ვარსკვლავის ბოიფრენდი მუსიკალური პროდიუსერი ალექსანდრე გრენტია, რომელიც ფსევდონიმით Alex da Kid არის ცნობილი. შეყვარებულები გრძნობებს არ მალავენ, თუმცა, პირადი ცხოვრების აფიშირებისგან თავს იკავებენ. ამ დღეებში პაპარაცებმა ისინი დასავლეთ ჰოლივუდის ერთ-ერთ სწრაფი კვების ობიექტში შენიშნეს, სადაც ისინი სადილობდნენ.

მსახიობისა და პროდიუსერის რომანის შესახებ ცნობილი ზაფხულში გახდა, თუმცა, თავად ჰოლიმ ოფიციალურად კომენტარი სექტემბერში გააკეთა და განაცხადა, რომ ალექსი მისი „ბალანსია“.

შეგახსენებთ, რომ ბერის პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს, როდესაც ის გაბრიელ ობრიზე იყო დაქორწინებული. 2013 წელს კი მსახიობი ცოლად ოლივიე მარტინესს გაყვა, რომელთანაც ვაჟიშვილი შეეძინა, თუმცა მას 2 წლის შემდეგ დაშორდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები