LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოსპიტალთან, სადაც ქეით მიდლტონმა უნდა იმშობიაროს, მობილიზება გამოცხადდა

45

ქეით მიდლტონი, რომელიც მესამე ბავშვს ელოდება, სავარაუდოდ  მომდევნო კვირას იმშობიარებს. ეს ინფორმაცია თავად კენსინგტონის სასახლის ოფიციალურ გვერდზეც დადასტურდა. იქამდე კი ლონდონში, წმინდა მერის სახელობის ჰოსპიტალში დაცვის უპრეცედენტო მობილიზებაა. სამშობიაროს ტერიტორია უკვე შემოსაზღვრულია ბარიერებით და იქ პაციენტებს მკაცრი შემოწმების შემდეგ უშვებენ. ამ დრომდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქეითს შესაძლოა კენსინგტონის სასახლეში ემშობიარა, თუმცა, ორსულობის ბოლო თვეს სამეფო ოჯახმა გადაწყვეტილება შეცვალა.

წმინდა მერის სახელობის ჰოსპიტალში ქეითის მშობიარობას ექიმების 20 კაციანი გუნდი დაესწრება. მათ შორის იქნება ის სამედიცინო პერსონალი, ვინც პრინც ჯორჯისა და პრინცესა შარლოტას დაბადებასაც ესწრებოდა.

პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის მესამე შვილის სქესი ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები