LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ია ფარულავა: „ირაკლი ნოზაძის გადაცემა არ გავა ეთერში, ეს გუნდის გადაწყვეტილებაა და არა არხის“

243

ია ფარულავამ მცირე ხნის წინ გამოაქვეყნა პოსტი, სადაც საუბარია იმაზე, თუ რატომ გადაწყვიტეს, რომ „უქჩის ბჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მონაწილეობით „ფარული კონვერტი“, სადაც მომღერალმა 5900 ლარი მოიგო, ეთერში არ გავა.

ია წერს:

„ირაკლი ნოზაძე (პიკასოს) გადაცემა არ გავა ეთერში – ეს არის პირადად გუნდის გადაწყვეტილება და არა არხის.

მან თავისი საქციელით ჩირქი მოსცხო არა მარტო „ფარული კონვერტის“ შემოქმედებით გუნდს, არამედ მთელს ტელევიზიას, თითქოსდა ჩვენ ის დავბლოკეთ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო, ეს იყო სუფთად პოლიტიკური პროვოკაცია და არხისთვის მიზანმიმართული დარტყმა, არა მარტო მისი მხრიდან, არამედ იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, ვის რეკლამაშიც ის მონაწილეობდა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გადაცემა „ფარული კონვერტის“ შემოქმედებითი გუნდი იტოვებს უფლებას, რომ ეს კონკრეტული გადაცემა ირაკლი ნოზაძე (პიკასოს მონაწილეობით) საერთოდ მოხსნას საეთერო ბადიდან, რადგან არხისთვის ზიანის მიყენებაზე ჩვენ ვართ პრინციპულები და ყოველთვის გვექნება მკაცრი გადაწყვეტილება“.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ნოზაძემ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ სალომე ზურაბიშვილის კლიპში მონაწილეობის გამო „რუსთავი 2“-მა „ფარულ კონვერტში“ მისი გამოსვლისთვის თანხა არ გადაიხადა და გადაცემა ეთერიდან მოხსნა.

ირაკლი წერდა:

„როგორც ჩანს, ნიკა გვარამიამ კარგად დამიმახსოვრა!

კიდევ ერთი ამბავი სად არის სიმართლე, ევროპა, დემოკრატია…

ცოტა ხნის წინ „რუსთავი 2“-ის პროექტ „ფარულ კონვერტში“ 5 900 ლარი მოვიგე, გადაცემა რამდენიმე დღეში ეთერში უნდა გასულიყო. როცა დავინტერესდი და დავრეკე, მითხრეს, მომავალ ორშაბათს გავაო. მერე არჩევნებია და ეთერში არ გადისო.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კლიპში გამოჩენისთანავე დამიკავშირდა გადაცემის ერთ-ერთი პროდიუსერი (ეკა) და მითხრა – ფული სალომემ გადაგიხადოსო!

ამას ვამბობდი, სწორედ ეს არის სწორი საქციელი, ევროპაც და მათი თვალით დანახული დემოკრატიაც.

მიუხედავად იმისა, რომ ვმეგობრობ ამ გადაცემის პროდიუსერებთან და ვაფასებ მათ ნიჭიერებას და მეგობრობას, მაინც ძალიან მეწყინა.

ბევრი ფული ნამდვილად არ მაქვს, თუმცა რახან ასეა, მირჩევნია ეს 5 900 ლარი „რუსთავი 2“-ელებმა გაინაწილონ!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები