LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონელი დიეტოლოგების მიერ შექმნილი ბანანის დიეტა, რომელიც ყველა სტერეოტიპს არღვევს

437

ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, თუ რამდენად სასარგებლო და ეფექტურია დაბალკალორიული ბოსტნეულის დიეტა. თუმცა ბევრი რამ არ ვიცით არანაკლებ სასარგებლო ხილის თაობაზე, რომლის სწორად მიღების შემთხვევაში დიეტის ეფექტი ბევრად უფრო მაღალია.

დღეს ბევრი დიეტა, რომელიც ხილზეა აწყობილი, გვთავაზობს გახდომის შესაძლებლობას, ოღონდ მისი მთავარი მინუსი იმაშია, რომ არაა სწორად გათვილილი კალორიების ბალანსი, რაც ხშირად უარყოფით შედეგებს იწვევს. იდეალური ხილის დიეტა იაპონელებმა შექმნეს. მისი მეშვეობით შეიძლება მიირთვა გემრიელი ხილი და თან ეფექტურად დაიკლო წონაში. ამ დიეტის ავტორი იაპონელი ქალბატონია, რომელმაც დიეტოლოგთა ასოციაციას თავისი რეცეპტი წარუდგინა, რომლითაც ქმარს 15 კილოგრამი დააკლებინა. ამ დიეტის მთავარი ინგრედიენტი ბანანია, რომელიც უზმოზე უნდა მიირთვათ ერთ ჭიქა წყალთან ერთად.

აქამდე არსებობდა მოსაზრება, რომ ბანანი საერთოდ უნდა გამოირიცხოს დიეტური რაციონიდან, თუმცა იაპონელმა დიეტოლოგებმა წარმოადგინეს საწინააღმდეგო არგუმენტები:

1. ბანანი დიდი ხნით აქრობს შიმშილის გრძნობას;

2. ერთი საშუალო ზომის ბანანი შეიცავს 70 კალორიას;

3. ბანანში საერთოდ არ არის ცხიმი;

4. უამრავი ვიტამინის გარდა, ბანანი შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინასა და ნატრიუმს;

5. ბანანი სხვა ხილისგან (ციტრუსებისგან) განსხვავებით არ აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას;

6. ბანანი ხელს უწყობს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხის გამოდევნას;

7. ბანანი ანტისტრესული ხილია და აქტიური სამუშაო გრაფიკის ფონზე;

ფანტასტიურად მოქმედებს ადამაინის განწყობაზე;

მოდით ერთად შევაფასოთ იაპონური დიეტა, სადაც მთავარი კომპონენტი ბანანია. ასევე გავიგოთ, რა შეიძლება შევუხამოთ მას დღის მანძილზე.

საუზმე: ერთი ცალი ბანანი და ერთი ჭიქა წყალი, შეგიძლიათ წყლის ნაცვლად მიირთვათ მწვანე ჩაი შაქრის გარეშე.

მეორე საუზმე: მოხარშული კვერცხი, თუმცა ის შეიძლება მიიღოთ მხოლოდ კვირაში ორჯერ, დანარჩენ დროს შეცვალოთ ის თხილეულით.

სადილი: მოხარშული თევზი, კომბოსტოს ან სტაფილოს სალათი ზეითუნის ზეთით, ყველი და მწვანე ჩაი.

მეორე სადილი: ახალი ვაშლი, ან ნებისმიერი ახალი ხილი.

ვახშამი: მოხარშული ბრინჯი სტაფილოს წვენით.

ძილის წინ: ტომატის ან სტაფილოს წვენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები