LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იდეალური საუზმე ექსპერტებისგან

570

ყველამ კარგად იცის, რომ დილის კვება ანუ საუზმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. მიუხედავად ამისა, ბევრი საუზმისთვის აბსოლუტურად შეუფერებელ საკვებს ირჩევს და უპირატესობას ან ბუტერბროდებს ჩაისთან და ყავასთან ერთად, ან ტკბილეულს ანიჭებს, მაშინ როცა დილის რაციონში ცილის შემცველი პროდუქტები უნდა ჭარბობდეს.

რვასაათიანი სამუშაო დღის შემდეგ, ბევრს უჭირს გამონახოს დრო სრულფასოვანი კვებისთვის, ამიტომ ხშირად ებრძვის შიმშილის ძლიერ შემოტევას. არასწორი საუზმის დროს ეს გრძნობა კიდევ უფრო ძლიერდება, კვების რამდენჯერმე გადადება კი, უკურეაქციას იწვევს და გადაჭარბებული საკვების მიღების მიზეზი ხდება. გარდა ამისა, ბევრი ისეთ პროდუქტს მიირთმევს, სადაც მაღალია შაქრის შემცველობა.  

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუკეთესო საუზმე – ომლეტია სოკოსთან და პომიდორთან ერთად. არანაკლებ სასარგებლოა შვრიის ბურღული, რომელსაც თავისუფლად შეგიძლიათ დაუმატოთ ცოტა ბეკონი, ორაგული, ისპანახი ან ავოკადო. ხოლო ბუტერბროდები ყველითა და ძეხვით, ასევე ხილის წვენი და სხვადასხვა ტკბილეული ექსპერტების აზრით საუზმის ყველაზე არასასურველი კომპონენტებია.

english breakfast served on white plate

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები