LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას – გიორგი კვირიკაშვილი

46

„იმედი მაქვს, დღევანდელი ფორუმი საფუძველს ჩაუყრის მრავალ ახალ წამოწყებას და ინიციატივას, რათა ერთობლივი ძალისხმევითა და თანამშრომლობით, ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ მაქსიმალური სარგებელი მიიღოს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალის ამოქმედებით,“ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდისა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევის შესახებაც ისაუბრა.

„მილიარდობით დოლარის ინვესტირებას ვახორციელებთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ფართო ქსელის მშენებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონის სატრანზიტო პოტენციალის გაზრდასა და მის წამყვან სატრანსპორტო კვანძად გადაქცევას.

განსაკურებით აღსანიშნავია საპორტო ინფრასტრუქტურის ახალი განვითარების ტალღა, რასაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტს ვუკავშირებთ, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო იქნება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე და სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ამ დერეფანში.

ძვირფასო სტუმრებო, ჩვენი ფორუმი შესაძლებლობას მოგცემთ, დეტალურად გაეცნოთ ყველა ამ და სხვა მნიშვნელოვან პროექტებს და, ასევე, აქტიურად წარმოაჩინოთ თქვენი ხედვა, იდეები და ბიზნესპროექტები,“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ფორუმში მონაწილე დელეგატებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და იმედი გამოთქვა, რომ მათი ვიზიტი საქართველოს შესახებ, სასიამოვნო შთაბეჭდილებებით იქნება დატვირთული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები