LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ანგელოზები – მანიკა, სალომე, თაკო და ქეთი

878

მანიკა ასათიანი, თაკო ჩორგოლაშვილი, სალომე შანშიაშვილი და ქეთი ხატიაშვილი. „იმედის“ ლამაზმანები კვირის ბოლოს დილის გადაცემის ეთერში იკრიბებიან და მაყურებლის მზერას ატკბობენ, ქალებისთვის საინტერესო ამბებს ჰყვებიან და თავადაც მშვენივრად ერთობიან ამ ყველაფრით.

გოგონებს სამუშაო გარემოში მივაკითხეთ „ფორტუნას“ მორიგი ფოტოსესიისთვის.

 

ბანალურად დავიწყოთ, რა ძალა გაღვიძებთ დილის 5 საათზე?

თაკო:

ვიღვიძებ სწორედ ამ დროს, დილის 5 საათზე, ვიღებ შხაპს, აუცილებლად ვსაუზმობ, რადგან სხვანაირად გადაცემის წაყვანა ორსაათნახევარი გამორიცხულია. დროს ვუთმობ ჩაცმას, მაკიაჟისა და ვარცხნილობის გაკეთებას.

სალომე:

ვფიქრობ, როცა დილას იღვიძებ და აცნობიერებ, რომ პირდაპირი ეთერი გაქვს, აუცილებლად ფხიზლდები. მაქსიმალურად ვიხანგრძლივებ გაღვიძების დროს, 15 წუთიც რომ მქონდეს. ტრადიციულად, შხაპი და ყავაა გამოსაფხიზლებელი საშუალებები.

მანიკა:

მე დიდი დრო ნამდვილად არ მჭირდება. ძილის წინ ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ დილით პირდაპირ ჩავიცვა და სახლიდან გამოვიდე. დილის ჰიგიენა, რასაკვირველია, აუცილებელია და ამის აღნიშვნა მგონი, არც არის საჭირო. ვიღვიძებ დილის 7-ის ნახევარზე და 7-ს რომ 10 აკლია, გამოვდივარ. წინა ღამეს გამზადებული მაქვს სამოსი და უცბად ვემზადები. ეთერის დაწყებამდე 25 წუთით ადრე მოვდივარ და ყველაფერს ვასწრებ. გარდა ამისა, მაკიაჟს ჩემით ვიკეთებ და ესეც პლუსია.

ქეთი:

მე ახლოს ვცხოვრობ. 10 წუთი მჭირდება მოსამზადებლად, დღეს თმაც არ დამივარცხნია, მაკიაჟიც ათ წუთში გამიკეთეს…

პარასკევობით რატომ იკრიბებით ერთად „იმედის დილაში“?

მანიკა:

სინამდვილეში ჩვენ ხუთშაბათს ვიკრიბებით, რომ პარასკევი დავგეგმოთ. ეთერში კი მაყურებელს პარასკევობით ვხვდებით.

სალომე:

კვირის ბოლოა, ყველა ემზადება უქმე დღეებისთვის და ვცდილობთ, შევთავაზობთ ისეთი თემები, რომლებიც არ დაამძიმებთ. უფრო ჭორაობას ჰგავს, მაგრამ ვფიქრობ, ქალებსაც აინტერესებთ და მამაკაცებსაც (იღიმის).

ამას წინათ თქვენი ერთობლივი ფოტო გამოჩნდა სოციალურ ქსელში და „იმედის ანგელოზები“ გიწოდეს… ასეთ კომპლიმენტებს როგორ იღებთ?

ქეთი:

„იმედის ფეხებიც“ გვიწოდეს (იცინიან). სიცილ-კისკისით ვიღებთ ამგვარ კომპლიმენტებს.

მანიკა:

ცუდად რატომ უნდა მივიღოთ, „იმედის“ ლამაზმანებს გვიწოდებენ (იღიმის).

კადრს მიღმა გრძელდება თქვენი მეგობრობა? ვიცი, რომ სალომე და თაკო დიდი ხნის მეგობრები არიან…

თაკო:

მე და სალომე დიდი ხანია, მეგობრები ვართ, სალომე უკვე მეხუთე წელია, მიძლებს (იცინის). მანიკა ახლა შემოგვიერთდა, ქეთი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გავიცანი, იქიდან ერთად მოვდივართ და ახლობლობა გვაკავშირებს. ვფიქრობ, გუნდი შეიკრა. სამსახურს არ ვეძახი აქაურობას. მიხარია, რომ კარგი გუნდი ვართ.

მანიკა:

რადგან მე ვარ ახალი, ვიტყვი, რომ ძალიან კარგად მოვერგე აქაურობას. დისკომფორტი რომ იყოს ურთიერთობაში, ეთერშიც გამოჩნდებოდა. მე დაქალობას სხვა რამეს ვეძახი, მაგრამ „იმედის დილის“ გოგონებს ერთმანეთთან მეგობრობა გვაკავშირებს, კარგი დამოკიდებულება გვაქვს და გვიყვარს ერთმანეთი. დაქალი შესაძლოა, გყავდეს რამდენიმე. ერთი თვე არ არის საკმარისი, რომ ძალიან ახლო მეგობარი გახდე ვინმესთვის…

საინტერესო ამბები ეთერიდან, ე.წ. კურიოზები…

თაკო:

ლ-სთან პრობლემები გვაქვს ხოლმე, რადგან მაინც დილის ეთერია და ბოლომდე ვერ ვფხიზლდებით.

მანიკა:

რბილ ლ-ს ვამბობ ეთერს გარეთ, ხუმრობით. ბევრჯერ მითქვამს, ერთხელ ეთერში გამეპარება-მეთქი და მართლაც გამეპარა (იცინის).

სალომე:

ერთ შემთხვევას გავიხსენებ. ეთერში ხშირად ხდება ხოლმე გადაადგილებები. ტექსტში სხვა რამ გვეწერა. ქეთიმ გამოაცხადა რაღაც, ყურში ჩამძახეს, რა უნდა ყოფილიყო შემდეგი და შევასწორე, შემდეგ თაკომ სხვა რამ თქვა და მანიკამ – სხვა…

ქეთი:

პარასკევობით ბევრნი რომ ვართ, მაკიაჟზე დაჯდომას ვჩქარობთ. ძირითადად, ბოლო ვჯდები ხოლმე. ერთ დღესაც გადავწყვიტე სახლიდან ადრე გამოსვლა და მაკიაჟზეც დრე დავჯექი. ძალიან მიხაროდა, რომ ყველაფერი მოვასწარი. ეთერი რომ დაიწყო, აღმოჩნდა, რომ მიკროფონი და ყურსასმენი არ დამიმაგრებია. ძალიან ბედნიერი სახით ვიჯექი, სალომე მომიბრუნდა, ამა და ამ თემაზე რას იტყვიო და ხელები გავასავსავე, მე არაფერი არ მაქვს სათქმელი-მეთქი (იცინის).

თაკო:

სხვათა შორის, ქეთის იდეა იყო, რომ გაგვეკეთებინა ჯგუფი „Four“. ყველანაირი თმის ფერის გოგო გვეყოლება ჯგუფში და დავირქმევთ „რუსოს ანგელოზებს“, რადგან ჩვენი პროდიუსერი რუსუდან ყურაშვილია (იღიმის).

ფოტოგრაფი: დათუნა აგასი

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები