LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი თაფლობის თვეს პარიზში ატარებს (ფოტო)

300

ინგა გრიგოლიას ქალიშვილი 8 ოქტომბერს დაქორწინდა. ის ცოლად ნიკოლოზ გამეზარდაშვილს გაჰყვა. წყვილი რამდენიმე წელია, ერთად არის და ოქტომბერის დასაწყისში თავიანთ ურთიერთობას ოფიციალური სახე მისცეს.

ახლახან მარიამ გრიგოლიამ ქმართან ერთად პარიზში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. წყვილი თაფლობის თვეს საფრანგეთში ატარებს.

ემოციებით სავსე ინგა გრიგოლიამ კი ქორწილიდან რამდენიმე დღეში ასეთი სტატუსი დაწერა:

„ემოციებმა გაიარა და ეხლა მშვიდი განწყობით ვწერ ამ სტატუსს. საოცარი განცდა ყოფილა შვილის გაბედნიერება და ახალი შვილის შეძენა, ბედნიერებაა, როცა ძალიან მოგწონს და პატივს სცემ ადამიანს, ვისაც შენი ერთადერთი შვილი გაჰყვა ცოლად. Nikoloz Gamezardashvili- მიხარიხარ და მეიმედები. განსაკუთრებით ბედნიერი ვარ,რომ მარიამი გახდა ამ არაჩვეულებრივი, ქართული ოჯახის რძალი. ყ ვ ე ლ ა ს უდიდესი მადლობა, ამ დღეებში ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის❤ მიყვარხართ, ჩემო კეთილო მეგობრებო“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები