LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისის რეკორდული გოლები, ბევრი პენალტი და ნეიმარის დაგვიანებული გოლი

90

მსოფლიო ჩემპიონატი ახალ სტატისტიკურ ნიშნულებზე ადის. ცხოვრება წინ მიდის და ასეთი რაღაცეები მუდმივად ხდება. ვითარდება ტაქტიკა, მაღალ დონეზეა საშემსრულებლო ოსტატობა. აგერ ერთი რეკორდი თვით ინგლისის ნაკრებმა დაამყარა, რომლისგანაც ბევრს არც ელოდნენ.
ინგლისმა პანამას მარტო პირველ ტაიმში 5 გოლი გაუტანა. ინგლისელებს კი ამდენი მსოფლიო ჩემპიონატზე არასოდეს გაუტანიათ (თუნდაც მთელ მატჩში). ფეხბურთის დამაარსებლებმა მეორე ტაიმში ერთიც გაიტანეს და 6:1 მოიგეს.
ბარემ გავიხსენოთ მუნდიალებზე დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული მატჩები: ეს 9 ბურთიანი სხვაობა – უნგრეთი-სამხრეთ კორეა – 9:0, 1954; იუგოსლავია-ზაირი – 9:0, 1974; უნგრეთი-სალვადორი-10:1, 1982.

ინგლისელებიდან დუბლი შეასრულა ჯონ სტოუნსმა. ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელმა ნაკრებში მსოფლიო პირველობაზე გოლი 1982 წელს გაიტანა. ეს გახლდათ ტრევორ ფრენსისი, რომელიც აქამდე ერთადერთი „სიტელი“ იყო, ვისაც მუნდიალზე ქონდა გატანილი. სტოუნსი მხოლოდ და მხოლოდ მეორეა.

მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე დანიშნეს იმაზე მეტი პენალტი, ვიდრე 4 წლის წინ ბრაზილიაში მთელი ტურნირის განმავლობაში.
მექსიკისა და სამხრეთ კორეის შეხვედრის 24-ე წუთზე დანიშნული თერთმეტმეტრიანი მე-14 გამოდგა ამ მუნდიალზე. ეს კი ერთით მეტია, 2014 წელს დანიშნული პენალტების რაოდენობაზე.
სარეკორდო პენალტი მექსიკელმა კარლოს ველამ გაუტანა კორეელებს.
გუშინ კიდევ დაინიშნა თერთმეტმეტრიანები: ინგლისს ორჯერ დაუდეს და ორივე ჰარი კეინმა შეუგდო პანამას.

 

ბრაზილიამ მსაჯის მიერ წამატებულ დროში გაუტანა კოსტა რიკას და ისე მოიგო. ჯერ კოუტინიომ შეაგდო, შემდეგ კი ნეიმარმა 97-ე წუთზე, რომლის მიერ გატანილი გოლი მუნდიალების ისტორიაში ყველაზე გვიანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები