LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინსტაგრამის 100 მილიონი: რონალდო პირველი კაცი და სპორტსმენია

42

მადრიდის ”რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო გახდა პირველი სპორტსმენი, რომელსაც ინსტაგრამზე 100 მილიონზე მეტი მიმდევარი ჰყავს. პორტუგალიელი ვარსკვლავი გახდა პირველი მამაკაცი, რომლის მიმდევართა რიცხვმაც აღნიშნულ სოციალურ ქსელში 100 მლნ-ს გადააჭარბა. საერთო რეიტინგში რონალდოს მხოლოდ სელენა გომესი, არიანა გრანდე, ტეილორ სვიფტი და ბიონსე უსწრებენ.

სპორტსმენებს შორის რონალდოს ყველაზე მეტად ნეიმარი უახლოვდება. ბრაზილიელს კრისტიანოზე 26 მლნ მიმდევრით ნაკლები ჰყავს. მესამე ადგილზე ლეო მესია 70,8 მლნ გამომწერით. ათეულში შედიან ასევე ხამესი, ლებრონ ჯეიმსი, გარეტ ბეილი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რონალდინიო, ლუის სუარესი და ქარიმ ბენზემა.

ინსტაგრამის გარდა კრიშტიანოს 100 მლნ მიმდევარზე მეტი ჰყავს ტვიტერსა და ფეისბუქშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები