LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ – მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე მივიდა

132

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს. ის უწყებაში ადვოკატებთან ერთად მივიდა.

როგორც მაჩალიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას არ აქვს ინფორმაცია თუ რატომაა დაბარებული სუს-ში.

“ტერორიზმის ხელშეწყობაში თუ მე მადანაშაულებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ჩადის კაცობრიობის წინაშე დანაშაულს. ამ სახელმწიფოში არაფერია გამორიცხული, მათ შორის, ჩემთვის ბრალის წარდგენა. ის ინტერესი აქვთ, რომ მთლიანად გამანადგურონ,” – აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა დაკითხვაზე შესვლამდე.

მისი ადვოკატის ქეთი ჩუთლაშვილის ინფორმაციით კი, ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის მხარდაჭერის საქმესთან დაკავშირებითაა დაბარებული.

“საქმის რაღაც ნაწილი გამოყოფილია, როგორც განგვიმარტა საგამოძიებო ორგანომ. ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ გახდა ახლა მისი დაკითხვა საჭირო, როცა გამოძიება რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიცით რა ტიპის კითხვები ექნება გამოძიებას,” – განაცხადა ადვოკატმა ქეთი ჩუთლაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში ორი დღის წინაც იმყოფებოდა. სუს-ის ინფორმაციით, მაჩალიკაშვილი გამოკითხვაზე სისხლის სამართლის კოდექსის 18-323-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში არის დაბარებული. როგორც სუს-ში განმარტეს, საქმე ეხება 2018 წლის 31 მაისს, რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ის შეფიცულებთან ერთად, სუს-თან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები