LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე ისევ პრეზიდენტს აკრიტიკებს

95

„პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში მონაწილეობაზე აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო,“ –  ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ  საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არც ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება და შესაბამისად, მისთვის პრეზიდენტის პოზიცია ისევ მიუღებელია.

„საკონსტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ გარკვეული კამპანია მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკონსტიტუციო რეფორმის თაობაზე დიპლომატებს სრული და სწორი წარმოდგენა გქონდეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად შევძლოთ, რომ სწორი ინფორმაცია გავავრცელოთ. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა არმონაწილეობა კომისიის მუშობაში. მიზეზი, საბაბი, მე ვიტყოდი, იყო ის, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატს. ამის სანაცვლოდ საზოგადოებას ჩვენ საპარლამენტო ფორმატი შევთავაზეთ,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები