LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ გენერალური აუდიტორის კანდიდატად ირაკლი მექვაბიშვილი წარადგინა

65

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, გენერალური აუდიტორის კანდიდატად ირაკლი მექვაბიშვილი რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე,  წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, ირაკლი მექვაბიშვილს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მუშაობდა საქართველოს  ეროვნულ ბანკში. ამჟამად კი  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ასოცირებული დირექტორი იყო.

კობახიძემ ყოფილ მთავარ აუდიტორს, ლაშა თორდიას, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

პარლამენტი გენერალური აუდიტორის კანდიდატურას მომდევნო პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები