LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ

48

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებული პირებისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენიათ. ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატის, ავთანდილ ბუაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სამართალდამცველებს ამჟამად ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

ადვოკატის განმარტებით, საქმესთან დაკავშირებული დეტალები მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რადგან პროცესში ახლახანს ჩაერთო.

„ჯერ დაკავებულთანაც არ გამიმართავს შეხვედრა,“ – აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, მომღერალი ირაკლი ნოზაძე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ცივი იარაღით ორი დღის წინ დაჭრეს. მას ღუდუშაურის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავე გუშინ დააკავეს. მას ბრალს ოფიციალურად დღის ბოლოს წაუყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები