LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალი ირაკლი ნოზაძე საავადმყოფოდან გაწერეს

89

მომღერალი ირაკლი ნოზაძე ღუდუშაურის კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ღუდუშაურის კლინიკის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ “ქუჩის ბიჭები” წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს წერეთლის გამზირზე დაჭრეს. ნოზაძეს ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენეს.

ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ორი პირი დააკავა. გამოძიება თამთა ჯანჯღავას განზრახ მკვლელობის მცდელობას, ხოლო მის მეგობარ ნათია თოფურიას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები