LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიელი ფანები ვიქტორია სიკრეტს მიადგნენ (ვიდეო, ფოტო)

39

მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩზე, დანია-ირლანდიის შეხვედრის დროს, ფეხბურთის ირლანდიელი ფანები კოპენჰაგენში ვიქტორია სიკრეტის მაღაზიის წინ დაბანაკდნენ.

ვიქტორია სიკრეტის მაღაზია, კოპენჰაგენში, ყველაზე ცნობილ ირლანდიურ ბართან ახლოს მდებარეობს. სწორედ ამ ბარში იკრიბებიან, როგორც წესი ირლანდიელი ფანები.

მაღაზიასთან თავიდან, ფეხბურთის რამდენიმე გულშემატკივარი დაბანაკდა, სტანდარტული აღჭურვილობით, მწვანე მაისურებით, დროშებით, დასაკეცი სკამითა და ალკოჰოლური სასმელით, მოგვიანებით კი ფანების უმეტესმა ნაწილმა, გადაწყვიტა მათ შეერთებოდა.

ირლანდიელი მხარდამჭერები, რომლებიც “სიგიჟეებით” გამოირჩევიან, ვიქტორია სეკრეტის მაღაზიის მომხმარებლებს შეძახილებით ხვდებოდნენ.

ერთერთმა მომხმარებელმა მათ შეძენილი თეთრეულიც უჩვენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები