LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს

49

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, – ამის შესახებ ინაშვილმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ინაშვილის თქმით, ქვეყანაში ვითარდება მძიმე პოლიტიკური პროცესები, რომელზეც პასუხისმგებელია გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოვიდა. ირმა ინაშვილი მოუწოდებს გიორგი კვირიკაშვილს, დატოვოს პრემიერმინისტრობის პოსტი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ არ მოახდინოს ტოტალური გაყალბება, რისი ნიშნებიც, მისი თქმით, უკვე არსებობს.

”პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს რიგ პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაშიც ადანაშაულებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები