LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირმა ინაშვილი: ID ბარათების ალტერნატიული ქაღალდის დოკუმენტები უნდა არსებობდეს

35

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, ID ბარათების ალტერნატიული ქაღალდის დოკუმენტები აიღონ.

დეპუტატმა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე განაცხადა, რომ ID ბარათების თემა საზოგადოებაში დიდ  ვნებათაღელვას იწვევს. ფრაქციის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას უსმენენ.

„ჩვენ ვიცით, რომ უამრავ ადამიანს არ სურს, აიღოს ID ბარათი, მაგრამ ჩვენ უნდა მივცეთ მათ არჩევანის საშუალება. ხომ არ ფიქრობთ, რომ კარგი იქნება იგივე ქაღალდის პასპორტების, პირადობის მოწმობების დაშვება, როგორც ალტერნატივა და ამ ქაღალდის ჩვეულებრივ პირადობის მოწმობაზე დაფიქსირებული იყოს საიდენტიფიკაციო მონაცემები. მთავარია, რომ ადამიანებს არჩევანის თავისუფლება მივცეთ და ვისაც არ უნდა ID ბარათი, ჰქონდეს საშუალება, ჩვეულებრივი ქაღალდის პასპორტი ან პირადობის მოწმობა მიიღოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები