LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელმა თურქეთის გენერალურ კონსულს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

82

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის გენერალურ კონსულს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. „გენერალურ კონსულს შესთავაზეს თურქეთში დაბრუნება გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონსულტაციების გასამართად,“ – განაცხადა ისრაელის დიპლომატიური უწყების წარმომადგენელმა.

მანამდე, ანალოგიურ ზომას მიმართა თურქეთის ხელისუფლებამ ანკარაში ისრაელის ელჩის მიმართ. ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კონფლიქტი ღაზას სექტორში ვითარების დაძაბვას მოჰყვა,  ისრაელის სამხედროებთან შეტაკებების შედეგად, ათეულობით პალესტინელი დაიღუპა.

ღაზას სექტორში საპროტესტო აქციები ისრაელში აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანასთან დაკავშირებული ღონისძიების პარალელურად იმართებოდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 61 პალესტინელი, 2700-ზე მეტი კი დაიჭრა.

გუშინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ღაზას სექტორში ისრაელის ქმედებებს გენოციდი უწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები