LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში 20 წლის ქართველი დააკავეს

41

ფლორენციასთან ახლოს მდებარე ფუჩეკიოს რაიონში,  20 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ხელში მოპარული ნივთებით სავსე ჩემოდანი ეჭირა,  ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველი ახალგაზრდა საეჭვოდ იქცეოდა,  რამაც პოლიციელთა ყურადღება მიიპყრო. სამართალდამცავებმა ის გააჩერეს. ჩანთის ჩხრეკისას აღმოჩენილია მოპარული ნივთები, მათ შორი ქალის ტანსაცმელი, ჩანთები, მზის სათვალე.

მამაკაცის იდენტიფიცირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ქურდობაში აქამდეც ამხილეს. კერძოდ, პოლიციის ცნობით, მან რამდენიმე დღის წინ ფუჩეკიოში სუპერმარკეტიდან საკვებიც მოიპარა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები