LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მუშაობს

99

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.

იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

 

იტალიაში მიწისძვრის სიმძლავრემ 6.6 მაგნიტუდა შეადგინა, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.მანამდე გავრცელდა აშშ-ს გეოლოგიური ცენტრის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სიმძლავრე 7 მაგნიტუდას აჭარბებდა.

ეპიცენტრი პერუჯასთან ახლოს, პატარა ქალაქ ნორჩაში მდებარეობს.

ბიძგის გამო ნორჩაში დაინგრა წმინდა ბენედიქტეს სახელობის ტაძარი და სხვა შენობები. მიწისძვრა იგრძნეს რომსა და ფლორენციაში.

გარდაცვლილებისა და დაზიანებულების შესახებ ინფორმაცია, ჯერ-ჯერობით, არ ვრცელდება.

აგვისტოში იტალიაში მომხდარ ძლიერ მიწისძვრას 290-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები